პაატა მანჯგალაძე - რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, არის ცრუ საქმის და ცრუ საქმიანობის ანგარიში

ის, რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, არის ცრუ საქმის და ცრუ საქმიანობის ანგარიში, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს.

როგორც ის განმარტავს, ყოველი მესამე მოქალაქე მზად არის ქვეყნიდან გაიქცეს, ამასთან, დასძენს, რომ წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია ინფლაციამ.

„ის, რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, არის ცრუ საქმის და ცრუ საქმიანობის ანგარიში, თითქოს 298 კანონი მივიღეთ და ამით ქვეყანა განვითარდა. მიღებული კანონების სტატისტიკით თავმოწონება ცრუ საქმე და სირცხვილია მაშინ, როდესაც ყოველი მესამე მოქალაქე მზად არის ქვეყნიდან გაიქცეს, წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია ინფლაციამ, სიღარიბემ, ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და დიდია ალბათობა, რომ დავკარგოთ ქვეყნის ევროპაში გაწევრიანების შანსი.

როცა ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, მოქალაქეების ვალია ჩვენ მოვთხოვოთ და ვაგებინოთ პასუხი.

არ შეიძლება ადამიანის წამება და მოკვდინება პოლიტიკური ცხოვრების წესად ვაქციოთ, არ შეიძლება დროებითი ვითომ კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ღალატი იქცეს ნორმად. თუ ჩვენ ამას შევეგუებით და არ გვექნება პროტესტი, ჩვენ არ ვიქნებით ნეიტრალური დამკვირვებლები, არამედ გავხდებით თანამონაწილეები ამ ყველაფრის, რადგან დავუშვით და შევეგუეთ ამას” - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა