ირაკლი კობახიძე - Credit Suisse-ის მენეჯმენტს ხელს უწყობენ ბანკის დანგრევაში და ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებაში - მიზანი არის მეორე ფრონტი

Credit Suisse-ის მენეჯმენტს ხელს უწყობენ ბანკის დანგრევაში და ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებაში - მიზანი არის მეორე ფრონტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც Credit Suisse-ის მენეჯმენტის საერთაშორისო მედიაზე გავლენებთან და შესაძლო ცენზურასთან დაკავშირებით, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ადვოკატების განცხადებები შემაშფოთებელია და ეს საკითხი შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს შესწავლის საგანი, რადგან საქმე ეხება მედიის თავისუფლებას ევროპის მასშტაბით.

„შემაშფოთებელია, რაც მოვისმინეთ ადვოკატების მხრიდან. როდესაც ამ მასშტაბის ცენზურა ხორციელდება მთელი ევროპის მასშტაბით, ეს არის ნამდვილად დამაფიქრებელი. თუ ვინმეს აქვს ამხელა რესურსი და ასე ბოროტად იყენებს ამ გავლენის რესურსს, ეს არის ნამდვილად წარმოუდგენელი და ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. მე არავითარი მიზეზი არ მაქვს იმისა, რომ ეჭვქვეშ დავაყენო, რასაც ამბობენ ადვოკატები, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ საერთაშორისო სტრუქტურები მაგალითად, ევროსაბჭო დაინტერესდნენ ამ საქმით - რასთან გვაქვს რეალურად საქმე და როგორია ამ ცენზურის მასშტაბი და კოორდინაციის მასშტაბი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება მედიის თავისუფლებას ევროპის და ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, მე მგონი, ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს შესწავლის საგანი შესაბამისი საერთაშორისოს სტრუქტურების მხრიდან.

ვიღაცას აინტერესებს ბანკის დანგრევა, მაგრამ უფრთხილდება ბანკის მენეჯმენტს. რატომ იცავენ მენეჯმენტს და რატომ ანგრევენ ბანკს? მე მაქვს ერთი პასუხი - ისინი იცავენ მენეჯმენტს სწორედ იმის გამო, რომ ის ანგრევს ბანკს და აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს. მიზანი არის მეორე ფრონტი. ამაზე იყო საუბარი, მინიშნებები პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის წერილში და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. მისგან ითხოვენ პოლიტიკაში დაბრუნებას, იმისათვის რომ გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი,“ - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა