არჩილ თალაკვაძე - არაერთ დეპუტატს შეატყობინეს, რომ სააკაშვილის გარემოცვა და ოჯახი ემიგრანტებზე ზეწოლას ახდენს, მოუწოდებს, რამდენიმე ასეული დოლარი გადარიცხონ ადვოკატებისთვის დასახარჯ ფონდში

პარლამენტში არაერთ დეპუტატს შეატყობინეს, რომ სააკაშვილის გარემოცვა და ოჯახი ემიგრანტებზე ზეწოლას ახდენს, მოუწოდებს, რამდენიმე ასეული დოლარი გადარიცხონ ადვოკატებისთვის დასახარჯ ფონდში, ახლა ირკვევა, რომ მილიონი დოლარი გადახდილია, არა ფსიქოლოგების, ფსიქიატრების თუ სხვა პროფილის ექიმების მოწვევაში, არამედ "შავ პიარში", რომ მოხდეს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯის დაზიანება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც აშშ- ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ- გვერდზე გამოქვეყნდა, მხოლოდ ერთი კონტრაქტია და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სხვა მსგავს კონტრაქტებსაც ნახავს საზოგადოება.

"ვფიქრობ, ემიგრანტები ძალიან გაბრაზებულები იქნებიან, როცა გაიგებენ, რომ მათ მიერ შეგროვილი ფული იხარჯება მათივე ქვეყნის და მათივე საზოგადოების შეურაცხყოფისთვის და იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ გვერდით გადადოს კანონი, კონსტიტუცია და მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც ათი ათასობით სხვა პატიმრობაში მყოფი პირისთვის შეუძლებელი და მიუღწეველია. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რამდენი მილიონი დოლარიც არ უნდა დახარჯოს "შავ პიარში" სააკაშვილის გარემოცვამ. აქვე გეტყვით, რომ ეს არის ერთ - ერთი კონტაქტი მხოლოდ, რადგან გავიდა 6 თვე და თუ 6 თვის თავზე თუ ლობისტური კომპანია არ წარადგენს დეკლარაციას აშშ- ში, მას უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომდევნო თვეებში უფრო ახალი კონტრაქტებიც გახდება საჯარო, საზოგადოება კიდევ დაინახავს თუ რა კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს სააკაშვილის სამეგობრო, მისი ოჯახი და გარემოცვა არა მის მკურნალობაზე, სამედიცინო პროფესიონალების ჩამოყვანაზე და მკურნალობაში ჩართვაზე, არამედ "შავ პიარში", რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. ეს კამპანია პირდაპირ დამაზიანებელია ისევ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, რადგან ხელს უშლიან ექიმებს, სამედიცინო სამსახურს, რომ სრულფასოვნად მიაღწიონ მიზნებს, რაც დასახულია,"- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ფული გადახდილია არა მხოლოდ ადვოკატებისთვის, არამედ ექიმებისთვისაც, თალაკვაძე აღნიშნავს, ფული დახარჯულია არა იმ ექიმებისთვის, რომლებიც მას მკურნალობდნენ, არამედ იმ ექსპერტებისთვის, „რომლებმაც მოამზადეს დასკვნები, რაც "შავი პიარისთვის" და მარკეტინგისთვის გამოიყენეს და არა მკურნალობისთვის".

ცნობისთვის, "რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს“, - ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის