თეონა აქუბარდია - არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ არის კალაპოტი და ჩვენ ვართ შენაკადი, ვფიქრობ, რომ ყველა შენაკადი ვართ იმ კალაპოტის, რასაც საქართველო ჰქვია

ჩვენ, ბევრი დაყოფის მიუხედავად, უნდა შევჯერდეთ ერთზე, რაც არის ქვეყნის და ერის ინტერესი. არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ არის კალაპოტი და ჩვენ ვართ შენაკადი. ვფიქრობ, რომ ყველა შენაკადი ვართ იმ კალაპოტის, რასაც საქართველო ჰქვია“, - ამის შესახებ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს კალაპოტი არ იცვლებოდეს და მიდიოდეს იმ გზაზე, რასაც ევროატლანტიკური მომავალი და ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში ოპოზიციისა და უმრავლესობის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით პარლამენტის თავმჯდომარის როლზე ისაუბრა.

„რამდენიმე საკომიტეტო გასვლა იყო ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გვეჩვენებინა პოლიტიკური ნება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი. თქვენი ინიციატივით რომ ყოფილიყო პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან ერთად პოლიტიკური ვიზიტი, თუნდაც ბრიუსელში და იქაც გვეჩვენებინა, რომ ერთი ნებით მოვედით - მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დამხმარე ამ რთულ ვითარებაში, რომელიც საქართველოს აქვს. მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ გამოკვეთილი როლი, ისევე როგორც გამოკვეთილი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას მინდა რომ თქვენც გრძნობდეთ, ისვე როგორც ჩვენ და ერთად შევძლოთ ქვეყნის წინ წაწევა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა