თელავში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი თეთრიწყლების, ნადიკვრის, პანტიანის, სეროდანის და კობაძეს მოსახელობას შეხვდა. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეთრიწყლებში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად სკოლის ეზოსა და სპორტული მოედნის შემოღობვა, ასევე საბავშო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია დაასახელეს.

„ნადიკვრის მცხოვრებლების გადაწყვეტილებით, პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: სავარგულებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და ბოგირების მოწყობა, სკვერის მოწყობა შესაბამისი ინვენტარით.

კობაძეში ადგილობრივებმა სასაფლაოსთან მისასვლელი გზის და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სასაფლაოს შემოღობვა, წყარომდე მისასვლელი ბილიკის მოაჯირით მოწყობა მოითხოვეს.

სეროდანსა და პანტიანში კი პრიორიტეტულ საკითხად ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის მოხრეშვა და სასაფლაოს შემოღობვა დასახელდა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა