მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარნეულში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები/კონსულტაციები 1-ელ თებერვალს დაიწყო და 15 თებერვალს დასრულდება.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრები განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. კონსულტაციები ამ ეტაპზე 10 ადმინისტრაციული ერთეულის 45 სოფელში ჩატარდა. მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები შეირჩა.

„აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერის, კენან ომაროვის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.

2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს