მამუკა მდინარაძე MKD-ის განცხადებაზე - კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რა მასშტაბით მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის კოორდინაცია, რომ ის ჯერ პოლიტიკაში ჩაერთოს და გაგრძელება იყოს ქვეყნის ომში ჩართვა

მასშტაბური კოორდინაცია ფაქტია და სახეზეა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს იურიდიული ფირმა MKD Law-ის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი კარგად ვერ გაიცნეს, სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ შეიძლება მიიჩნიო, რომ ის ფულის გულისთვის, პოლიტიკაში ჩაერთვება, რომ შემდეგ ქვეყანა ომში ჩართოს.

„ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო მედიასთანაც ეს დამოკიდებულებაა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა მასშტაბით მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის კოორდინაცია იმისთვის, რომ ის ჯერ პოლიტიკაში ჩაერთოს და შემდეგ ამ გადაწყვეტილების გაგრძელება იყოს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. ჩვენ ვნახეთ წინა პერიოდში ასეთი შემაძრწუნებელი ფაქტები, ასევე შვეიცარიის საბანკო სისტემის და მისი ათწლეულების რეპუტაციის აბსოლუტურად დაიგნორება, ოღონდ ბიძინა ივანიშვილის შანტაჟის მცდელობა ჰქონოდათ.

ერთი რამ ცხადია, როგორც ჩანს, ეს კაცი ნორმალურად ვერავინ გაიცნო. რატომ შეიძლება მიიჩნიო, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს, სიცოცხლეს რისკავს, ყველას გვახსოვს 2011 და 2012-წლები, ფულის გულისთვის, რაც არ უნდა რაოდენობაზე იყოს ლაპარაკი, ჩაერთვება პოლიტიკაში, რომ შემდეგ ქვეყანა ომში ჩართოს. რატომ დარჩათ ვიღაცებს ეს შეგრძნება და აღქმები არ ვიცი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მასშტაბური კოორდინაცია ფაქტია და სახეზეა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა იყოს“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დავის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, როდესაც ისინი აკრიტიკებდნენ „საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოჰქონდათ გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისის“ მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ ბანკის მენეჯმენტს, მათთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა