გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილის ახირება არ არის, რომ უნდა განთავისუფლდეს, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ტყვეობაში ყოფნის დროს დაუზიანდა, უკიდურესად მძიმეა - ბუნებრივია პროტესტი გაგრძელდება

ჩვენი აქ ყოფნის მიზანია პროტესტის გამოხატვა, ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და მეგობრების აღშფოთება. ყველა ნორმალური ადამიანი საქართველოში და ქვეყნის გარეთ აღშფოთებულია იმით, რასაც უყურებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

ბარამიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გათავისუფლების მიზნით ბრძოლა გაგრძელდება სამართლებრივი გზით და ასევე ბიძინა ივანიშვილზე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით.

„პუტინის ტყვეობაში მყოფი, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკაა. რეჟიმი გულგრილია ადამიანისადმი, პასუხისმგებლობას არ გრძნობს საქართველოს კანონმდებლობის წინაშე. ექიმების დიაგნოზიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, როგორც მინიმუმ სასჯელის გადავადება. საერთოდ არ უგდებენ ყურს, რას ლაპარაკობენ ქართველი ექიმები, უცხოელი ექიმები. მიხეილ სააკაშვილის ახირება არ არის, რომ ის უნდა განთავისუფლდეს, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მას დაუზიანდა ტყვეობაში ყოფნის დროს, არის უკიდურესად მძიმე. შეიძლება მივიღოთ ფატალური შედეგი - ეს თქვეს ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა, აქედან გამომდინარე ბუნებრივია ეს პროტესტი, რომელიც რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

გაგრძელდება მეორე გზა, სამართლებრივი გზა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ასევე მესამე გზა, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე. გაგრძელდება ევროკავშირელი და ამერიკელი მეგობრების მხრიდან უფრო მეტი აქტიურობა. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი კომბინაციაში შედეგს გამოიღებს და შევძლებთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას“, - განაცხადა ბარამიძე.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს