მარნეულში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება, სახელწოდებით „ანისთვის" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარნეულელი მუსიკოსი ანი ნოზაძე იშემიური ინსულტით ერთ თვეზე მეტია საავადმყოფოში იმყოფება, მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

საქველმოქმედო კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შემოსული თანხა ანის მკურნალობას მოხმარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ანის მეგობრები იღებდნენ.

„ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ანი ნოზაძეს. ნიჭიერ ახალგაზრდას მარნეულიდან, რომელსაც სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. დღეს, მთელი მარნეული მის გვერდით დგას. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ანის", - აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშებზე: „თიბისი ბანკი“: #GE17TB7894245068100007 მიმღები: ხათუნა გიორგაძე „ტერა ბანკი“: #GE80KS0036010115185901 ; მიმღები: ხათუნა გიორგაძე.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში