ლევან ხაბეიშვილი - ქვეყანა არის დასახსნელი - გადადეთ პირადი დაპირისპირებები, პირადი სიმპათიები და გავერთიანდეთ

ჩვენი ქვეყანა არის დასახსნელი და ამ საქმეში გადადეთ პირადი დაპირისპირებები, გადადეთ პირადი სიმპათიები, გადადეთ ყველაფერი და გავერთიანდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი დაპირისპირებითა და დაყოფით დაიღალა.

„სახალხო პროტესტი დაატყდება თავს ბიძინა ივანიშვილს. მე ვიქნები ქართველ ხალხთან ერთად გარანტი, რომ დავაორგანიზებთ იმას, ბიძინა ივანიშვილს და მის მარიონეტულ რეჟიმს მოუწიოს გაქცევა პოლიტიკური თანამდებობიდან, მე ამის პირობას ვდებ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან საზოგადოებას და პოლიტიკოსებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„მოგმართავთ მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, პოლიტიკოსობა ნიშნავს ხალხის მსახურებას, პოლიტიკური ლიდერობა ნიშნავს, როცა გამოხატავ ხალხის ხმას და ჩვენს ხალხს დღეს შია, სწყურია, ემიგრაციაში გარბის, უსამართლობა აწუხებს, უსაფრთხოება აწუხებს, გარეთ რომ ვეღარ გამოდიან, ეშინიათ კრიმინალების, ქურდების, ხვალინდელი დღის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი განმარტებით, ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პირადი წყენა და უთანხმოება.

„თქვენი ლაი-ლაი, ბლა-ბლა მობეზრდა ყველას. ჩვენი ქვეყანა არის დასახსნელი და ამ საქმეში გადადეთ პირადი დაპირისპირებები, გადადეთ პირადი სიმპათიები, გადადეთ ყველაფერი და გავერთიანდეთ მთავარი მიზნისთვის - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოხსნა იმიტომ, რომ ეს ცალ-ცალკე არ გამოვა. ამას ხაბეიშვილი კი არ ამბობს, მსოფლიო ლიდერები ამბობენ“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს