თურქეთში მომხდარი ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად ბათუმში „აჭარაბეთ არენა“ თურქეთის დროშის ფერებში განათდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კაჰრამანმარაშსა და სხვა რეგიონებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და გენერალური საკონსულოს თანამშრომლობით ბათუმში გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტიც, რომლის მისამართია: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი - აჭარაბეთ არენა, გუდიაშვილის ქუჩა N8.