ილია დარჩიაშვილი - ვაფასებთ ხორვატიის მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება

დღევანდელ შეხვედრაზე ხორვატიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ, გორდან გრილიჩ რადმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ხორვატიის მხრიდან საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმართ დაინტერესება გაიზრდება.

„ხორვატ კოლეგასთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი. ხაზი გავუსვით მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულება. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში გაიზრდება ხორვატიულ კომპანიების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო კლიმატით.

ხაზგასასმელია, რომ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს, შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და შეთანხმებას, რომელსაც უკვე მოეწერა ხელი, სამინისტროებს შორის თანამშრომლობას დიპლომატიური ტრენინგების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ხორვატიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა. ვაფასებთ ხორვატიის ამ მხარდამჭერ პოზიციას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და გაგვიზიაროს საკუთარი გამოცდილება. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი მთელი რიგი პრიორიტეტების კუთხით, რომლის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასვლა", - აღნიშნავს მინისტრი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა