ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ახალი სასტუმრო DADIANI Inn გაიხსნა

ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის დაფინანსებით და „უმასპინძლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში კიდევ ერთი ახალი, 30 ნომრიანი სასტუმრო Dadiani Inn გაიხსნა. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ტერასა და საკონფერენციო დარბაზი.

პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონი ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 2.8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. კომპანიამ ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროექტის, „უმასპინძლე საქართველოში“ თანადაფინანსებით. სასტუმროში 20 ადგილობრივი თანამშრომელია დასაქმებული.

სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის თებერვალში უმასპინძლა. Hotel Dadiani Inn კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. Hotel Dadiani Inn ზუგდიდის ისტორიულ უბანში მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისა და აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ვისურვებდი, კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.“ - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა გიორგი ქადარიამ.

„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა