ილია დარჩიაშვილი - მიგვაჩნია, რომ პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციით, რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოთა საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მცდელობის შეჩერება შესაძლებელია

კოლეგას გავუზიარე, რომ საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას - მიგვაჩნია, რომ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციით, შესაძლებელია რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოთა საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მცდელობის შეჩერება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ, გორდან გრილიჩ რადმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ხორვატ კოლეგასთან ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული გარემოების შესახებ, რაც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ.

„ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან ერთად, მინისტრს ვესაუბრე საქართველოს საშუალოვადიან მიზანზე, რაც გულისხმობს ევროკავშირში ეტაპობრივ ინტეგრაციას, მის ერთიან ბაზარზე მაქსიმალურ წვდომას. ხსენებული საქართველოს და მის მოსახლეობას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კონკრეტულ სარგებელს მისცემს და ფაქტობრივად, შესაძლებელი იქნება იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც ევროკავშირში წევრობას მოაქვს.

ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე საუბრისას შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული განზომილების გასაძლიერებლად. ვისაუბრეთ უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული გარემოების შესახებ რაც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ. კოლეგასთან საუბრისას აღვნიშნე ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. კოლეგას გავუზიარე, რომ საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციით, შესაძლებელია რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოთა საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მცდელობის შეჩერება და მშვიდობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა