შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რადიკალური ჯგუფები რაც შეიძლება მეტად გაირიყონ პოლიტიკიდან - პრობლემა ის კი არაა, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის დარბაზში არიან თუ არა, არამედ პრობლემა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაშია

მნიშვნელოვანია, რომ რადიკალური ჯგუფები რაც შეიძლება მეტად გაირიყონ პოლიტიკიდან, რადგან მათ პროცესებისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ - პრობლემა ის კი არაა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის დარბაზში არიან თუ არა, არამედ პრობლემა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაშია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალიზმს ყველა პარტია უნდა გაემიჯნოს.

„საქართველოსთვის რადიკალიზაცია გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ რადიკალური ჯგუფები რაც შეიძლება მეტად გაირიყონ პოლიტიკიდან. თუ ისინი პოლიტიკის ნაწილი იქნებიან, პროცესებისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ, ყოველ შემთხვევაში შეუძლიათ ერთდღიანი შფოთვების შემოტანა პოლიტიკაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ცალსახა და მტკიცე პოზიციის დაკავება ყველა პარტიის მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს რადიკალიზმის მიმართ მტკიცე პოზიცია, მაგრამ ყველა პარტია უნდა გაემიჯნოს რადიკალიზმს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებას, გასაგებია, რომ არ შეუძლიათ, ქვეყანას რაიმე კონსტრუქციული შესძინონ. ერთადერთი ეს არის ის, რომ რაიმენაირად იქნებ შეძლონ, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. ვნახეთ, რომ ფულს იხდიან ამაში - მილიონი ამერიკული დოლარია გადახდილი იმისთვის, რომ საქართველოს რეპუტაცია დაზიანდეს. ბოლო ორი თვეა საქართველო პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას სათავეში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პოლიტიკური ძალის არსებობაა და არა ის, მის წევრებს საპარლამენტო მანდატები აქვთ თუ არა.

„როდესაც ფორმალურად არ იყვნენ ბოიკოტში, არც მაშინ მატებდნენ რამეს საპარლამენტო საქმიანობას და ბოიკოტითაც დიდად არაფერი აკლდება. პრობლემა ის კი არაა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები პარლამენტის დარბაზში არიან თუ არა, არამედ პრობლემა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაშია, ეს უქმნის პრობლემას საქართველოს. გამოწვევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ძალადობაზეა დაფუძნებული. ვიხილეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპონენტებს ოჯახებში უვარდება. როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალა არსებობს, ეს არის პრობლემა და არა ის, მათ მანდატი აქვთ თუ არა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა