შალვა პაპუაშვილი - საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ ჩვენს ქვეყანას - 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, არათუ ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ზიანი ვერ მიადგებოდა და დაზიანდებოდა მხოლოდ საქართველო.

„ერთი წელი გავიდა, სანქციების ტალღებიც ვნახეთ, ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რათა არ დაუშვას დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამავე დროს ვნახეთ, რომ ადამიანები, მნიშვნელობა არ აქვს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები იქნებოდნენ თუ არა, მოუწოდებდნენ საქართველოს და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები. ვნახეთ თუ რას უპირებდნენ ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში. ეს ეკონომიკურადაც დათვლილია. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ქართული ბიზნესისთვის და ხალხისთვის? ცხადია, ეს ნიშნავს ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანა ამას ააცილა. თავდაპირველადვე ჩვენ საკმაოდ რაციონალური პოზიცია დავიკავეთ. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ჩვენ რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს. ამავდროულად, პატიოსნად ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს და არ ვაძლევთ არავის საშუალებას, რომ გვერდი აუაროს საქართველოს მეშვეობით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია იყოს მკაცრი, მყარი. ეკონომიკური კუთხით არცერთი სახელმწიფო არ კვეთს იმ წითელ ზღვარს, სადაც ის უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე ზიანს მიაყენებს რუსეთს. ზუსტად ისეთივე განსჯა აქვთ მათ, როგორც საქართველოს, რომ არ კვეთენ წითელ ხაზს უსაფრთხოების კუთხით, არ გადიან იმ წითელ ხაზზე, სადაც ფიქრობენ, რომ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში შევლენ რუსეთთან და არ გადადიან იმ წითელ ხაზს, სადაც ფიქრობენ, რომ ისე დააზიანებენ საკუთარ მოსახლეობას, რომ ამას, საბოლოო ჯამში, შედეგი არ ექნება. ზუსტად ასევე მოქმედებს საქართველო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა