შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც აჩვენებს, რომ შეუძლია ცხელი, პატრიოტული გულით, მაგრამ ცივი, რაციონალური გონით მიიღოს გადაწყვეტილებები

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც აჩვენებს, რომ შეუძლია ერთი მხრივ ცხელი, პატრიოტული გულით, მაგრამ ცივი, რაციონალური გონით მიიღოს გადაწყვეტილებები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა საკუთარი გუშინდელი გამოსვლა, სადაც „ქართული ოცნების“ ქმედებები დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს შეადარა.

პაპუაშვილის განმარტებით, შედარება არსობრივია.

„როდესაც შედარებას ვაკეთებთ, აქ არსზეა საუბარი. არსი კი შეეხება იმას, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც აჩვენებს, რომ შეუძლია ერთი მხრივ ცხელი, პატრიოტული გულით, მაგრამ ცივი, რაციონალური გონით მიიღოს გადაწყვეტილებები. ამის შედეგებს ვხედავთ, ყველა მოქალაქე გრძნობს, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და რა იქნებოდა, სხვა პოლიტიკური ძალები რომ ყოფილიყვნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ განასახიერებს.

„ცივი, რაციონალური გონით და საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში და დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის სწორედ „ქართული ოცნება“, რომელიც ცხელი, პატრიოტული გულით და ცივი, რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების სიკეთეს ყველა ვხედავთ იმ სიმშვიდით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს უზრუნველყოფილი, იმ ეკონომიკური წინსვლით, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა გრძნობს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა