ხათუნა ბურკაძემ და თორნიკე შარაშენიძემ თელავში ეროვნული თანხმობის დეკლარაცია წარადგინეს

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, ხათუნა ბურკაძემ და თორნიკე შარაშენიძემ, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში, ეროვნული თანხმობის დეკლარაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგინეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა შეიქმნა.

„აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ეროვნული თანხმობის დეკლარაცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო მიმართულებების მიხედვით შემუშავდა (დეოკუპაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, სამართლიანი სოციალური პოლიტიკა).

ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში. პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნულია „ჯეოქეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრას გაუძღვნენ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე და GSAC-ის დამფუძნებელი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე. მათ პროექტისა და პროექტის ფარგლებში შექმნილი „ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ მიზნებზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ხელი შევუწყოთ პოლარიზაციის, გარკვეულწილად, შემცირებას და იმ საკითხებზე თანხმობის მიღწევას, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აუცილებელია გეოპოლიტიკური შესაძლებლობის სათანადოდ გამოყენება და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ჩვენი ევროპული მომავლის განსაზღვრას ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემაც განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული თანხმობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„პროექტი იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი.

ამ პროექტის განხორციელებით იქმნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, როცა განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს თანამშრომლობისათვის საჭირო მყარი საფუძველი ეძლევათ.

ასევე, ინიციატივა წარედგინათ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მის მხარდასაჭერად მზაობა გამოხატეს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაც ამ მხარდაჭერის დასტური და პირველი ეტაპია.

„ეროვნული თანხმობის დეკლარაცია” ზუგდიდში, ბათუმში, გორში, ახალციხესა და ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს, აკადემიური სფეროს, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინეს”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა