ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბადრი ესებუას საქმეში ჩაერთვება, სიმბოლური იქნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეში ჩაერთვება, სიმბოლური იქნება.

ამის შესახებ კობახიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ ხაჭაპურიძე პროკურატურას ესებუს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უწუნებს და საქმეში ჩართვას არ გამორიცხავს.

„ეს ძალიან სიმბოლური და ლოგიკური იქნება. ერთ მხარეს სააკაშვილი, მეორე მხარეს ესებუა - ორი უმძიმესი დამნაშავეა და ორივეს ადვოკატობას იმსახურებს შალვა ხაჭაპურიძე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში