ირაკლი კობახიძე - ვაშაძის პარტიას თუ ფრაქციას, თუ რაც იყო, ისე ერქვა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით - ეს პოლიტიკური აჟიოტაჟი ღიმილისმომგვრელია

ვაშაძის პარტიას თუ ფრაქციას, თუ რაც იყო, 2 წლის მანძილზე ისე ერქვა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით - ეს პოლიტიკური აჟიოტაჟი ღიმილისმომგვრელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ქმედებები დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს შეადარა.

მისივე თქმით, პოლიტიკური შეფასებები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მოყვა, ღიმილისმომგვრელია.

„როცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დავით აღმაშენებლის პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ამას მერე პოლიტიკური აჟიოტაჟი მოჰყვება, ღიმილისმომგვრელია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სახელმძღვანელოა სწორედ ის პრინციპები, რომელიც დავით აღმაშენებლის, ამ უდიდესი მეფის მოღვაწეობას გასდევდა. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ეროვნული ინტერესების მაქსიმალური დაცვა იყო და ბუნებრივია, ამ პრინციპების ერთგულებაზეა საუბარი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ განასახიერებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა