დიდი და უფრო დიდი: ყველაფერი რაც  iPhone 14-ის და iPhone 14 Plus-ის შესახებ უნდა იცოდეთ

iPhone 14 და iPhone 14 Plus Apple-ის ახალი მოდელებია, რომელიც 2022 წლის სექტემბერში გამოვიდა. Apple-ი ყოველწლიურად აუმჯობესებს მოწყობილობების ხარისხს, შესრულებას და კამერების მონაცემებს. ამჯერად კომპანიამ უფრო დიდი გაჯეტების ხაზი დაამატა და მინი ვერსიაზე უარი თქვა. სტატიაში მოდელების საინტერესო ფუნქციებზე ვისაუბრებთ, წაკითხვის შემდეგ კი აუცილებლად მოგინდებათ iPhone-ის განახლება.

თუ ტელეფონებს ტექნიკური პარამეტრების მიხედვით შევადარებთ, ისინი თითქმის მსგავსია, მაგრამ iPhone 14 Plus-ს სამი ძირითადი განსხვავება აქვს: კორპუსის ზომა, ეკრანის დიაგონალი და ბატარეის მოცულობა.

iPhone 14 Plus

ორი მოდელის ვიზუალური განსხვავებები

iPhone 14-მა და iPhone 14 Plus-მა წინა მოდელისგან მიიღეს ალუმინის კორპუსი, ბრტყელი კიდეები, პანელზე ჭრილი, კამერის განყოფილება, Ceramic Shield-ი დარტყმისგან გამძლე ეკრანზე. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია ხუთ კოსმიურ ფერში: „მუქი ღამე“, “კაშკაშა ვარსკვლავი“, იასამნისფერი, ლურჯი, Product Red.

მიუხედავად იმისა რომ iPhone 14-ის ეკრანი 6.1 დიუმამდე გაიზარდა, მაინც მსუბუქი და კომპაქტურია. iPhone 14 Plus-მა კი შთამბეჭდავი 6.7 დიუმიანი დიაგონალი მიიღო და ზომით Pro Max-ის ხაზს გაუთანაბრდა. დიდი ეკრანის და მსუბუქი წონის ტანდემი (დაახლოებით 200 გ) მობილური თამაშებისა და YouTube-ის მოყვარულებისთვის საუკეთესო ვარიანტია.

კიდევ ერთი საკითხი არის მასშტაბურობა. iPhone 14 Plus-ის ეკრანზე უფრო მეტი ინფორმაციაა განთავსებული, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია თამაშებში, აპლიკაციებში, ბრაუზერში, კლავიატურაზე აკრეფისას.

შესრულება და ავტონომია მომავლისთვის

Apple-მა იზრუნა რომ iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი უფრო ძლიერი და სწრაფი ყოფილიყო. ახალი A15 Bionic ჩიპი მყისიერად ხსნის აპლიკაციებს, „მძიმე“ თამაშებს და ნებისმიერ გრაფიკულ რედაქტორებს. მე-14 სერიის მძლავრი სისტემა მომდევნო 5 და მეტი წელი აქტუალურობას შეინარჩუნებს.

iPhone 14-ის ბატარეა შექმნილია 20 საათიანი მუშაობის რეჟიმისთვის, ხოლო iPhone 14 Plus-ს შეუძლია 2 დღე გაძლოს ერთი დატენვით. ეს ახალი მოდელის კიდევ ერთი პლუსია.

კამერის ნოუ-ჰაუ: საუკეთესო სელფები და კინემატოგრაფიული ეფექტი

ორივე მოდელი სამაგალითო გახდა ფოტოების და ვიდეოს გადაღების მხრივ. კამერის ახალი მოდული 2-ჯერ მეტ შუქს იძლევა და საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ შესანიშნავი კადრები ღამის რეჟიმის გამოყენების გარეშეც.

რაც შეეხება ვიდეოს, მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიღონ უმაღლესი ხარისხის ვიდეო კლიპები, ექსპოზიციის გაფუჭების ან ფოკუსირების გარეშე. კინემატოგრაფიის რეჟიმი ვიდეოს 4K ხარისხშიც იღებს. სასიამოვნო ბონუსია გაუმჯობესებული სტაბილიზაცია, მოძრაობაში გადაღების დროსაც კი მიიღებთ შესანიშნავ სურათს გაბლარვის გარეშე.

გაუმჯობესდა სელფებიც. 12 მეგაპიქსელიან TrueDepth ფრონტალური კამერას აქვს ავტოფოკუსის მხარდაჭერა, ამოიცნობს ყველა მონაწილეს ჯგუფურ კადრებში და რამდენიმე სახეზე ერთდროულად ახდენს ფოკუსირებას.

კიდევ რამდენიმე სასარგებლ ფუნქცია

  • Face ID ფუნქცია iOS 16-ზე მუშაობს და პორტრეტულთან ერთად ალბომის მიხედვითაც ახდენს ორიენტაციას.
  • მოწყობილობები მტვერ და წყალგაუმტარია, მდგრადია წყლის მიმართ 1 მეტრზე მეტ სიღრმეზე 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში და შეუძლია იმუშაოს ჩაძირვის რეჟიმში. ასე რომ, არ ინერვიულოთ, თუ თქვენი iPhone შემთხვევით წყალში ჩავარდება.
  • მე-14 თაობის iPhone-ის ეკრანებს აქვს სპეციალური საფარი, რომელიც ეკრანზე თითის ანაბეჭდებს არ ტოვებს.
  • ეკრანის გაუმჯობესებული კონტრასტი საშუალებას გაძლევთ დაამონტაჟოთ პროფესიონალური HDR-ვიდეო.

შეჯამება

ორივე მოდელი, iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი ახალი თაობის ღირსეული წარმომადგენლები არიან. თუ კომპაქტურ, მსუბუქ ტელეფონს ამჯობინებთ, რომელიც კომფორტულია ერთი ხელით გამოსაყენებლად, მაშინ iPhone 14-ი იდეალური არჩევანია. თუ დიდ დროს უთმობთ ვიდეოების ყურებას, გიყვართ მობილური თამაშები და თქვენთვის მნიშვნელოვანია ბატარეის ხანგრძლივობა, აირჩიეთ iPhone 14 Plus მოდელი.

მხოლოდ 19 თებერვლამდე, iPhone 14 და iPhone 14 Plus-ის შეძენა შესაძლებელია შემცირებული ფასით ან Trade-in-ის ხელსაყრელი პირობებით Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iPlus, iStore.

(R)

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია