სალომე სამადაშვილი - რუსეთში უწერენ სასაუბროს ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს, ეს ხალხი პირდაპირ მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთონ და რა ილაპარაკონ

რუსეთში უწერენ სასაუბროს ირაკლი კობახიძეს და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს, ეს ხალხი პირდაპირ მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთონ და რა ილაპარაკონ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი გამოეხმაურა ერთი მხრივ, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ "დასავლეთი საქართველოს ხელების გადაგრეხას ცდილობს", მეორე მხრივ კი ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომ ომში უპირატესობა რუსეთს აქვს.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს და საქართველოს ხელისუფლებას საერთო ინტერესები აქვთ და "ქართული ოცნებაც" ინსტრუქციებს სწორედ მოსკოვიდან იღებს.

"ყველა ხედავს, რომ განცხადებები, რომელსაც აკეთებს რუსეთის ხელისუფლება და განცხადებები, რომელსაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება არის სრულიად ურთიერთშეთანხმებული. დღეს არავინ, გარდა რუსეთისა, არ საუბრობს იმაზე, რომ რუსეთს აქვს რაიმე უპირატესობა, ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელსაც ამ შემთხვევაში იმეორებს საქართველოში მმართველი პარტიის თავმჯდომარე. რუსეთის პროპაგანდაა მათ შორის კარასინის განცხადებები, რომ ვიღაც ცდილობს საქართველო ჩართოს საომარ ვითარებაში, როგორც ჩანს კობახიძემ მიიღო ინსტრუქციები მოსკოვში "ქართული ოცნების" მმართველებისგან, თუ რა უნდა ესაუბრონ მათ ქართველ ხალხს. ისინი სარგებლობენ იმით, რომ უსაფრთხოების გამოწვევა საზოგადოებაში ცხადია, არის მთავარი პრიორიტეტი და ატყუებენ თანამოქალაქეებს, რომ თითქოს ვიღაცას სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას სჭირდებათ საერთო ამოცანის განხორციელებაში, რაც არის "ქართული ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნების უზრუნველყოფა. ხაზგასმით ვამბობ, ცხადია, არავის აქვს არანაირი ინტერესი, რომ გაიხსნას სადმე მეორე ფრონტი, რადგან მთავარი ამოცანა დასავლეთის, არის უკრაინაში რუსეთის დამარცხება. მსურს საზოგადოებას შევახსენო ისიც, რომ სანამ კარასინი იტყოდა, რომ დასავლეთის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე დაკავშირებულია იმასთან, რომ სურთ გაიხსნას "მეორე ფრონტი," ამას ამბობს "ქართული ოცნება" დიდი ხანია, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ატყუებს ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ვიღაც თითქოს ითხოვს საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვას და უფრო დაპირისპირებულ პოზიციას რუსეთთან. კარასინი იმეორებს იმას, რასაც დიდი ხანია "ქართული ოცნება" საუბრობს, რუსეთში უწერენ სასაუბროებს ირაკლი კობახიძეს და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს, ეს ხალხი პირდაპირ მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთონ, რა უნდა ილაპარაკონ,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა