ირაკლი კობახიძე MKD-ის განცხადებაზე - ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, თუ ასეთი მასშტაბის კოორდინირებული ცენზურა მოქმედებს ევროპულ მედიაზე

ყველა ბეჭდავს სტატიებს, რომელიც უკავშირდება Credit Suisse-ის და რომელიც არყევს მის რეპუტაციას, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება მენეჯმენტზე, არც ერთი სტატია აღარ იბეჭდება. როცა ევროპის მასშტაბით ასეთი ცენზურა მოქმედებს, ეს წარმოუდგენელია და ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები. არ გამოვრიცხავ, ჩვენც მივმართოთ ევროსაბჭოს იმისთვის, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფირმა MKD-ის წერილის კომენტირებისას.

მისი თქმით, ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, თუ ასეთი მასშტაბის კოორდინირებული ცენზურა მოქმედებს ევროპულ მედიაზე.

„შემაშფოთებელი და წარმოუდგენელია, არც ერთი გამოცემა არ ბეჭდავს, ყველა ბეჭდავს სტატიებს, რომელიც უკავშირდება ბანკს და რომელიც არყევს მის რეპუტაციას, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება მენეჯმენტზე, არც ერთი სტატია აღარ იბეჭდება. როცა ევროპის მასშტაბით ამ მასშტაბის ცენზურა მოქმედებს, ეს არის წარმოუდგენელი და ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები. არ გამოვრიცხავ, ჩვენც კი მივმართოთ მაგალითად ევროსაბჭოს იმისთვის, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული. ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, თუ ასეთი მასშტაბის კოორდინირებული ცენზურა მოქმედებს ევროპულ მედიაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება