ისწავლეთ „ვებსტერ საქართველოში“ და ისარგებლეთ გაცვლითი პროგრამით უნივერსიტეტის 50 კამპუსიდან თქვენთვის სასურველში

„ვებსტერ საქართველო“ სტუდენტებს არა მხოლოდ უმაღლეს ამერიკულ განათლებასა და ამერიკულ დიპლომს სთავაზობს, არამედ სწავლას უნივერსიტეტის 50-მდე კამპუსიდან ნებისმიერში.

ვებსტერი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისოურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად კი ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

ამერიკული უნივერსიტეტის პირველი კამპუსი ამიერკავკასიაში გასულ წელს საქართველოში გაიხსნა 2-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად. ამჟამად საქართველოს კამპუსში საბაკალავრო საფეხურზე ხორციელდება შემდეგი პროგრამები: საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი, მასკომუნიკაციები; სამაგისტრო საფეხურზე კი – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება.

სტუდენტებს, რომლებიც „ვებსტერ საქართველოში“ აღნიშნულ პროგრამებზე ჩააბარებენ, საშუალება ექნებათ ერთი ან რამდენიმე სემესტრი უნივერსიტეტის ნებისმიერ კამპუსში ისწავლონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დროს ვებსტერის საქართველოს კამპუსში სწავლის საფასურს გადაიხდიან, რაც სხვა კამპუსებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. ასევე შესაძლებელია, რომ სტუდენტებმა სხვა კამპუსებში გაიარონ ის მაინორ პროგრამა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ ხორციელდება.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, „ვებსტერის უნივერსიტეტი“ ლიდერ პოზიციას იკავებს იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რომელშიც ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. ის საზღვარგარეთ სწავლისთვის საუკეთესო უნივერსიტეტადაა მიჩნეული. Forbes-ის 2018 წლის სარეიტინგო სიაშიც პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი საზღვარგარეთ პროგრამებისთვის.

„ვებსტერის უნივერსიტეტი“ აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად აღიარებულია მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემის მიერ. მათ შორისაა: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ კოდია 202.

  • ბიზნესის ადმინისტრირება - ერთიანი ეროვნული გამოცდების: კოდი 202 01 01
  • მედიაკომუნიკაციები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02
  • საერთაშორისო ურთიერთობები - ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით.

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა