„თავისუფლება მიშას” - ამ მოთხოვნით ზესტაფონში საპროტესტო აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიასთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები, წევრები და პარტიის პირველი პირები შეიკრიბნენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მათ საკუთარი ძალა უნდა აჩვენონ, რაც საბოლოო შედეგს გამოიღებს. მათი თქმით, "ქართული ოცნება" დაინახავს, რომ მსგავსი აქციებით აგორდება საპროტესტო ტალღა, რაც წალეკავს "ქართულ ოცნებას". მსგავსი შინაარსის აქცია დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც გაიმართა.