რომან გოცირიძე - კობა გვენეტაძის ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიმე ყურმოჭრილი ნამინისტრალი გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ბანკს ცესკოს მსგავს მარიონეტულ ორგანოდ გადააქცევს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ეროვნულ ბანკს ცესკოს მსგავს მარიონეტულ ორგანოდ გადააქცევს.

ამის შესახებ გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კობა გვენეტაძის ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში „რომელიმე ყურმოჭრილ ნამინისტრალს შეიყვანენ, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება“.

„ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების სახით, ნიშნავს ეროვნული ბანკის გადაქცევას ცესკოს მსგავს მარიონეტულ ორგანოდ. კობა გვენეტაძის ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიმე ყურმოჭრილ ნამინისტრალს შეიყვანენ ეროვნული ბანკის საბჭოში და იგი გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ყველაფერს ამას გააკეთებენ სალომე ზურაბიშვილის ხელით, რომელსაც ერთხელაც არ ეყო გამბედაობა, შეწინააღმდეგებოდა მთავრობას. სწორედ მისი მორჩილების შედეგად მოხდა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება მოხსნილი მინისტრის მოადგილეებით, მის მიერ შერჩეული კანდიდატები კი პარლამენტმა ჩააგდო.

როცა ვალი გაქვს, გადახდას მოგთხოვენ. სალომე ზურაბიშვილს ათმაგად ახდევინებენ ამ ვალს და თანაც ამცირებენ.

პარტია ბოიკოტშია და ვერ ვესწრები კომიტეტის სხდომებს. სად ეროვნული ბანკის ბედი და სად ბოიკოტის ისტორიული ხიბლი. ობიექტურობისათვის - გრიპიც მაქვს“,- წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მმართველმა უმრავლესობამ მეორე მოსმენით განხილვის დროს დააკორექტირა და ინიცირებული პროექტი შემდეგი სახის შეცვალა: - ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები იქნებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება