ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და წულუკიანი არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რაც გელათში ხდება - ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან, წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გელათში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და თეა წულუკიანს აკისრებს. როგორც მან დღეს გელათში განაცხადა, ტაძარი ნადგურდება და აუცილებელია დროული რეაგირება.

ხაბეიშვილის განცხადებით, შეთავაზება აქვს კულტურის მინისტრთან და მზად არიან, უზრუნველყონ საუკეთესო ექსპერტების ჩამოყვანა, რომ ტაძარი გადარჩეს.

„რასაც აკეთებდა რუსეთი ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით, იგივეს აკეთებს კრემლის ხელდასმით ბიძინა ივანიშვილი და ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ანადგურებს გელათს და ამასთან დაკავშირებით დასკვნა დადო, მისივე სამინისტროს კონკრეტულმა სამსახურმა. ანუ თეა წულუკიანის სამინისტროში შემავალმა კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაწერეს დასკვნა, გელათთან დაკავშირებით, რომ არის უმძიმესი მდგომარეობა. დიახ, ბიძინა ივანიშვილი და წულუკიანი არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რაც ხდება. აქედან ახლოს, არის ბაგრატი, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აღდგა, ასევე აღდგა უამრავი ეკლესია. ამ დროს ივანიშვილი ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობებს. მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება, გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მზად ვართ, უზრუნველყოთ ყველაზე კარგი ექსპერტების ჩამოყვანა ჩვენი ხარჯით. ამიტომ გვიწევს წულუკიანთან ეს შეთავაზება, რომ თქვენ დაანგრიეთ გელათი და წაშალეთ ისტორია. ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან, წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები, ამ ხალხმა არ უნდა დაიბუდოს აქ. ან მიიღეთ ეს შეთავაზება, ან ხალხის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და თუ საჭირო იქნება ღონისძიებები უნდა გავატაროთ", -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა