ლევან ხაბეიშვილი - ყველა ქალაქში, ყველა რაიონში იქნება პროტესტი და საბოლოოდ სახალხო პროტესტი თავს მოიყრის იქ, სადაც მთავარი ბოროტებაა

ერთიანობა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, ერთიანობა არის ხალხში და ეს პროტესტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ჩვენს ევროპულ მომავალს, - ამგვარად პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კითხვას, რამდენად არის ერთსულოვნება პარტიაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პროტესტი იქნება ყველა რაიონში და თავს მოიყრის იქ, „სადაც არის მთავარი ბოროტება და ეს ბოროტება უკავშირდება რუს ოლიგარქს“.

„ეს ყველაფერი არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ამაზე საუბრობენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ის ადამიანები, ვინც არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და ვინც წლებია, მათ შორის იგივე გელათის აღდგენაში თავის დროზე ძალიან დიდი თანხები აქვთ დახარჯული, იგივე აშშ-ს, იგივე ევროკავშირს, სხვადასხვა ქვეყანას, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში, დაფინანსებაში, რესტავრაციაშიც და ყველაფერში. ამიტომ ცხადია, ეს ადამიანები უყურებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ევროპული ოჯახის წევრს, მხოლოდ ვხედავთ, რომ კარებში გაჩხერილია ბიძინა ივანიშვილი. ყველა ქალაქში, ყველა რაიონში იქნება პროტესტი და ცხადია, საბოლოო ჯამში სახალხო პროტესტი თავს მოიყრის იქ, სადაც არის მთავარი ბოროტება და მთავარი ბოროტება უკავშირდება ამ ქვეყანაში რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს", -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა