ბათუმის მერია - „შენი იდეა ბათუმს“ - ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

„შენი იდეა ბათუმს“ - ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ხმის მიცემას ექვსიდან სამი სასურველი პროექტისთვის, 21 თებერვლის ჩათვლით, ვებგვერდზე https://idea.batumi.ge/ შეძლებენ.

მათი ინფორმაციით, გამარჯვებულად ჩაითვლება ის იდეა ან იდეები, რომლებიც საერთო ხმების 20%-ს მიიღებენ.

„ხმის მიცემისთვის აუცილებელია ერთჯერადი რეგისტრაციის გავლა ბმულზე: https://idea.batumi.ge/registration გამარჯვებული იდეები ბათუმის მერიის 2023 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარით დაფინანსდება. წარმოდგენილი იდეებია: https://bit.ly/3YBxRkt . „თანამედროვე წყლის სოკოები“; „ბათუმის ისტორიული ძეგლების QR -კოდები“; „გიგანტური პიანინო“; „ქუჩის მოლბერტები“; „ჩვენი ბათუმელი ცუგუნები“; „ადაპტირებული ბათუმი““, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა