შალვა პაპუაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წარმომადგენლებს შეხვდა. მან ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშზე, რომლითაც დადებითად ფასდება საქართველოს სექტორული დაახლოება ევროკავშირთან.

თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალ კანონზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა საერთაშორისო დონეზე საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროება, ასევე, საჯარო-კერძო დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, კომიტეტის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა