მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა ზუსტად იგივე "მესიჯბოქსით" გაგვლანძღა,  როგორც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები გვლანძღავენ

საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის, ამ შემთხვევაში კი, უფრო ნაკეთები განცხადებების და კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ ხარჯზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გადაცემაში „იმედი LIVE".

მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმ ხალხის ტრენდს მიჰყვება, ვინც „ქართულ ოცნებას“ უარგუმენტოდ აბრალებს რუსული ინტერესების გატარებას. მისივე განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ტრენდის გავლენის ქვეშ ექცევიან და მათ რიცხვშია სალომე ზურაბიშვილიც.

„ორი დღის წინ მას [ სალომე ზურაბიშვილს] ცოტა რბილად, თუმცა სწორად, მაგრამ მაინც მოუნდა ეთქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, აღიაროს დანაშაულიო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ჰუმანიტარული და ჰუმანური თემები თუ არსებობს, განახორციელოს, ვინაიდან, მე თუ შევიწყალებ, მიმდინარე საქმეებზე მაინც შეიძლება დაიჭირონო. „არა და არასოდეს“ ვეღარ თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა არგუმენტით თქვა, არ შევიწყალებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვსო. ამასობაში, ზუსტად იგივე "მესიჯბოქსით", როგორც გვლანძღავენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, ერთი-ერთში გაგვლანძღა. უკაცრავად ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ აქ ალბათ მთავარია კომპლექსი მე მას ახლა არ შევიწყალებ - დამნაშავე, მკვლელი და წამების რეჟიმის შემქმნელს და ავტორს, მაგრამ ამათაც ძალიან დავუქნევ თითს, რომ რაღაცნაირად ყველა ტრენდში ჩავჯდე - ვითომ დააბალანსა. შენ რომ რაღაც სიმართლის თქმა გინდა, რას აბალანსებ ცრუ ნარატივით? თქვი ეს სათქმელი, ჩვეულებრივი ამბავია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა