უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის გაყიდვა დაიწყო

სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის სმარტფონების გაყიდვა დღეიდან დაიწყო. სასიამოვნო სიახლე სამსუნგის ერთგულ მომხმარებლებს - თუ 10 თებერვლიდან შეიძენ Galaxy S23 Ultra-ს სამსუნგის ჰოლოგრამით, საჩუქრად მიიღებ სმარტ საათს - Galaxy Watch5 (44mm), ხოლო ოფიციალური Galaxy S23 და Galaxy S23+ მოდელების შეძენისას საჩუქრად უსადენო ყურსასმენი - Galaxy Buds2 გადმოგეცემა. სამსუნგის ჰოლოგრამიან სამივე მოდელზე მოქმედებს ოფიციალური 2 წლიანი გარანტია; ასევე მოქმედებს Trade-In აქციაც - შეგიძლია მიიტანო შენი არსებული სმარტფონი, შეაფასო და მიიღო ფასდაკლება უახლეს ფლაგმანზე.

სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი. ყოველთვის გახსოვდეს, რომ შეიძინო სამსუნგის სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს, Samsung Electronics Co. Ltd-მა უახლესი Galaxy S23 Ultra, Galaxy S23+ და Galaxy S23 წარუდგინა მსოფლიოს, რაც Galaxy სმარტფონების პრემიუმ გამოცდილების ახალი და კიდევ უფრო საინტერესო ეპოქის დასაწყისია.

Galaxy-ის ახალი მოდელების ეპიკური კამერა, კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს მომხმარებლებს აღმოაჩინონ და გამოავლინონ კრეატიულობა, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. Galaxy S23 Ultra პროფესიონალ თუ მოყვარულ მობილურ ფოტოგრაფს, ფენომენალაური კონტენტის გადაღებას ჰპირდება. მისი კამერის მოდული მორგებულია თითქმის ნებისმიერი განათების პირობებს და წარმოუდგენელ დეტალიზაციას გვთავაზობს. პირველად Galaxy სმარტფონებში, Galaxy S23 Ultra-ში ახალ, 200MP კამერას შევხვდებით, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს. S23 Ultra გვთავაზობს კამერის გადაღების რეჟიების ფართო ასორტიმენტს:

  • ფოტო/ვიდეო პორტრეტის რეჟიმი - ფონის გაბუნდოვნებით, გაშავთეთრებით ან სხვა ეფექტის მიცემით
  • პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღება პარამეტრების ხელით რეგულირების ფუნქციით
  • ასტროფოტო 300-ჯერ აჩქარებით, ღამის ვარსვკლავებიანი ცის მოძრაობის აღსაბეჭდად
  • ვიდეოგადაღების შესაძლებლობებიც შთამბეჭდავია: 8K ვიდეო, 4K ვიდეო 60@fps, FHD ვიდეო @120fps
  • ფოტოების RAW ფორმატში გადაღება შემდგომში სიღრმისეული დამუშავებისათვის
  • პრო ვიდეო (აკონტროლე: ISO, ჩამკეტი, თეთრის ბალანსი, ზუმის სიჩქარე, ფოკუსირების მანძილი, ხმის წყარო)

პირველად სამსუნგის S სერიების ისტორიაში, საქართველოში ოფიციალურად გაყიდვაში იქნება Galaxy S23 Ultra Qualcomm-ის 4nm ფლაგმანური ჩიპსეტით. თამაშებისა და კონტენტის შექმნის მოყვარულებისათვის უმნიშნელოვანესია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც არღვევენ საზღვრებს და აჭარბებენ მოლოდინს. „Snapdragon® 8 Gen 2 მობილური პლატფორმა Galaxy-ისათვის“ მსოფლიოს უსწრაფესი მობილური გრაფიკისა და ინოვაციური AI დახმარებით, თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას გვთავაზობს. Galaxy S23 Ultra-ს 5,000 mAh-იანი ელემენტი 20%-ით მეტ ხანს ძლებს. Galaxy S23 Ultra-ში ვხვდებით ჩაშენებულ სენსორულ კალამს S-Pen, რომელსაც Galaxy-ის ერთგული მომხმარებლები კარგად იცნობენ და უყვართ, რადგან იგი იძლევა ამოუწურავ შესაძლებლობას იყვნენ მეტად პროდუქტიულები და კრეატიულები.

Galaxy S23 სერიის სმარტფონებში ყველა ახალი ინოვაცია თავმოყრილია მათ გასაოცარ დიზაინში, ხოლო მათი რეციკლირებული მასალებით წარმოება, კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის სწრაფვას eco-მდგრადობისაკენ.

„ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგია იზომება არა მხოლოდ იმით, თუ რის საშუალებას აძლევს იგი დღეს ადამიანებს, არამედ იმითაც, თუ როგორ უწყობს ხელს იგი უკეთეს მომავალს“ - განაცხადა TM Roh-მ, Samsung Electronics-ის Mobile eXperience Business-ის პრეზიდენტმა. “Galaxy S23 სერია არის ახალი სტანდარტების მატარებელი სანდო, პრემიუმ კლასის სმარტფონები. სიმძლავრისა და ინოვაციების შერწყმით მივაღწიეთ მათ მაქსიმალურ წარმადობას, რომელსაც ნაკლები გავლენა აქვს გარემოზე.“

(R)

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის