„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ხელისუფლების ანტიდასავლური, მადისკრედიტებელი განცხადებები პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობოების წინააღმდეგ ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს

ხელისუფლებას არ აქვს დეზინფორმაციასთან ბრძოლის სისტემური მიდგომა; უფრო მეტიც, ხშირად თავად გვევლინება ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებლად, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში „დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში - სახელმწიფოს მიდგომა და ბრძოლის გზები“ არის აღნიშნული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, აუცილებელია ხელისუფლებამ მზარდი დეზინფორმაციული საფრთხეების შესაბამისად სტრატეგიული დოკუმენტები განაახლოს, პოლიტიკური ნება გამოავლინოს და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ეფექტური იყოს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აღნიშნავს, საქართველოში რუსული დეზინფორმაცია დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„რუსული დეზინფორმაცია არის პრობლემა საქართველოში. როცა რიგით მოქალაქეებს ველაპარაკებით, რა თქმა უნდა, ჩანს, რომ სხვადასხვა გზავნილები ძალიან აქტიურად არის გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში და ბევრი ადამიანი ამას იჯერებს. ეს არის, რა თქმა უნდა, პრობლემაა. თუკი თავიდან ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ ზოგიერთ დეზინფორმაცია მაგალითად, იგივე ევროკავშირს, ან ამერიკას უნდა რომ საქართველო ომში ჩართოს და ა.შ. შეიძლება ადამიანებმა არ დაიჯერონ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ასე არ არის. ამის მიზეზი არის ის რომ ეს დეზინფორმაციის მანქანა ძალიან გამართულად მუშაობს და მთლიანად სისტემა არის ძალიან კარგად დალაგებული“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში შექმნილია სამსახურები, რომლებიც დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, თუმცა, პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გამოწვევის ზუსტი ანალიზი, უწყებათშორისი კოორდინაცია და კონკრეტული ქმედებების ეფექტიანობა.

„სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობისა და მისი ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, რთულია ერთიანი სურათის დანახვა, რა გზებით იბრძვის ხელისუფლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ხშირ შემთხვევაში მათი ქმედებები ფორმალურია ან იმართება მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგით.

სახელისუფლებო უწყებები არ არიან ეფექტიანები რუსული დეზინფორმაციის ნარატივების წინააღმდეგ ხალხის დროული ინფორმირებისა და მათი მავნე გავლენის შემსუბუქების კუთხით.

ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური, მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული განცხადებები დასავლელი პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მოსახლეობაში თესავს სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ, ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს ქვეყანაში.

მმართველი პარტია სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშების თუ ყალბი გვერდების მეშვეობით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას ოპონენტების, კრიტიკული მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების ნაწილი ადეკვატურად ვერ პასუხობს დეზინფორმაციის მზარდ პრობლემას. მათ შორის, არ არსებობს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, განსაახლებელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.

დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წამყვანი როლი სახელმწიფოს უნდა ეკავოს და გაცხადებული პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდასავლური და მადისკრედიტებელი განცხადებების გაკეთება სტრატეგიული პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა.

შეიქმნას საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიან და დროში გაწერილ მიზნებს, პასუხისმგებელ უწყებებს და შესაძლო აქტივობების ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებს. დოკუმენტი გამოწვევების მიხედვით პერიოდულად უნდა განახლდეს.

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი მესიჯი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.

სისტემატურად და პროაქტიულად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება დეზინფორმაციულ ნარატივებთან დაკავშირებით, რათა მოქალაქეები მომზადებული შეხვდნენ მას და შემცირდეს დეზინფორმაციის გავლენა. მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ვინ და რა გზებით ავრცელებს ქვეყანაში დეზინფორმაციას, მათი დაფინანსების წყაროები და ა.შ., ასევე, რას აკეთებს ხელისუფლება პრობლემის გადასაჭრელად.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხელისუფლებამ დეზინფორმაციულ გამოწვევებს მყისიერად უნდა უპასუხოს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

უნდა განახლდეს და შეიქმნას დეზინფორმაციასა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტები (ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია) იმისთვის, რომ პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს”, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა