სალომე სამადაშვილი - ტყუილია, თითქოს ვიღაც  ჩვენ ქვეყანას ომში ჩართვას სთხოვს - აგვიხსნას „ქართულმა ოცნებამ“ მისი პოლიტიკის ფორმულა, როცა ერთი ხელით აშშ-ის დახმარებას იღებენ, მეორე მხრივ, თავს ესხმიან მათ და ემუქრებიან აშშ-ის ელჩს

მოგონილი ტყუილია, რომ თითქოს ვიღაც სთხოვს ჩვენ ქვეყანას ომში ჩართვას - რა არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა, როცა ერთი ხელით იღებენ აშშ- ის დახმარებას და მეორე მხრივ, თავს ესხმიან მათ და ემუქრებიან აშშ-ის ელჩს, აგვიხსნან მათი პოლიტიკის ფორმულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების პენტაგონში შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩვენ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება დასავლეთის ინტერესებში შედის.

ამასთან, სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება" ომში ჩართვის ტყუილს იგონებს იმისთვის, რომ თავად დარჩეს ხელისუფლებაში, კორუფციით გამდიდრდეს და ხელი შეუწყოს უკეთესი ცხოვრებისთვის საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გაქცევას.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ქართველების გარეშე სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის.

„გაუგებარი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რა უნდა “ქართულ ოცნებას", რომლის თავდაცვის მინისტრი ჩადის ვაშინგტონში, ხელს აწერს თანამშრომლობას აშშ-თან და იღებს 35-მილიონიან დახმარებას თავდაცვის უნარის გაძლიერებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მისივე პარტიის წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში თავს ესხმიან აშშ-ს, დასავლელ მოკავშირეებს და ადანაშაულებენ მათ, რომ წარმოადგენენ „გლობალურ ომის პარტიას". აგვიხსნან, რა არის მათი პოლიტიკა, როცა ერთი ხელით იღებენ აშშ-ის დახმარებას და მეორე მხრივ თავს ესხმიან მათ, ემუქრებიან აშშ- ის ელჩს, აგვიხსნან რა არის საბოლოო ჯამში მათი პოლიტიკის ფორმულა. ჩემი შეფასებით, "ქართული ოცნება" ცდილობს მოატყუოს ქართველი ხალხი. მინდა ყველამ გაიგოს, რომ არავინ სთხოვს საქართველოს ომში ჩართვას, დღეს არავის დასავლეთში არ სჭირდება დამატებით თავის ტკივილი, ყველას ესმის, რომ ვითარების დაძაბვის შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას დასჭირდება დასავლეთის დახმარება, ამიტომ დასავლეთის ინტერესებში შედის ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება”,- განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილი პრეზიდენტის მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" მხარდაჭერა ქვეყნის დასავლური ორბიტიდან ჩამოშორების მხარდაჭერას ნიშნავს.

„საქართველოს ყველა გულშემატკივარს ესმის, რომ უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია.ყველამ უნდა იცოდეს, მოგონილი ტყუილია, რომ თითქოს ვიღაც სთხოვს ჩვენს ქვეყანას ომში ჩართვას. დღეს „ქართული ოცნების" მხარდაჭერა, ეს არის კორუფციის მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებისთვის მიცემული მხარდაჭერა და ხმა”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა