ვანო მაჭავარიანი - ოპოზიციამ ვერ შექმნა ალტერნატივა, რაც არ უნდა ბაქიბუქობდნენ - „ის გამიკეთებია ცხოვრებაში“, აქედან არაფერი გამოდის - ოპოზიციამ ეს უნდა აღიაროს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვის უპირატესობის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კობახიძე რუსეთის ნარატივს ამჟღავნებს.

როგორც მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა„ნიუსრუმში“ განაცხადა, კობახიძის აღნიშნული განცხადება ემსახურება ძალიან კონკრეტულ მიზნებს.

„არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, თანხმდებიან და კობახიძე არის ის პირველი ხმა, რომელიც საკუთარი უფლებამოსილებით ამ ნარატივს ამჟღავნებს. ეს ემსახურება ძალიან კონკრეტულ მიზნებს.

მთავარი გზავნილი არის ის, რომ „ჩვენ გვითრევენ ომში, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა ომს და მეორე ფრონტის გახსნას“. გამოდის, რომ „გლობალური ომის პარტია“ ამ განსაზღვრებით არის მთელი ევროპა, აშშ, უკრაინა, რომელიც „საცოდავ“ რუსეთს დაესხა, თუმცა მსურს კიდევ ერთხელ შევახსენო მაყურებელს, რომ რუსეთი შეიჭრა როგორც საქართველოში 2008 წელს, ასევე უკრაინაში 2014-ში და 2022-ში უკრაინაში. უკრაინა თავს იცავს და დასავლეთსაც მიაჩნია, რომ შემდეგი იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნები, ევროპული უსაფრთხოება, ის საერთაშორისო წესები, რომლებზეც რუსეთი ამბობს, რომ უბრალოდ არ აინტერესებს.

ჯერ ეს ერთი, საიდან ერკვევა ამ დეტალებში ბატონი კობახიძე? თუ დასავლეთის სადაზვერვო-სამხედრო მონაცემები საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი ვერ მიიწევს წინ. ასევე, ძალიან კონკრეტულად საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა, რუსეთმა ის ე.წ. გამოცხადებული საგაზაფხულო ახალი შეტევა წამოიწყო და უკვე პრობლემები აქვს. ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ რუსეთმა უკვე წამოიწყო ახალი ე.წ. ბლიცკრიგი და ვერსად აღწევს წარმატებას. უკრაინელები წინ მიიწევენ. მთელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას მეტი ტერიტორია აქვს დაბრუნებული, ვიდრე რუსეთს აქვს წინსვლა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის რიტორიკა, რომ „დასავლეთი თურმე აგებს“, დეზინფორმაციაა. მაჭავარიანის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ სწორედ აღნიშნული ნარატივის გავრცელებაზე მუშაობენ, რაშიც მისივე აზრით, რუსი ექსპერტებიც არიან ჩართული.

ამასთან, ვანო მაჭავარიანმა ოპოზიციაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ქართული ოპოზიციისგან „არაფერი გამოვა“ და ამით „ქართული ოცნება“ სარგებლობს, რადგან მეორე მხარეს „უალტერნატივობაა“.

„ოპოზიციამ ვერ შექმნა ალტერნატივა. რაც არ უნდა ბაქიბუქობდნენ - „ის გამიკეთებია ცხოვრებაში“, არაფერი აქედან არ გამოდის. რომ ვუყურებ ტელევიზორში ძველ თუ ახალ სახეებს, სურვილი მეკარგება. ამათგან არაფერი გამოვა და როგორც „ალკოჰოლიკებზე“ ამბობენ, რომ უნდა თქვას „ალკოჰოლიკი ვარ“ და დაიწყოს მკურნალობა, ამ ოპოზიციამაც უნდა აღიაროს. გავიგეთ, რომ პარლამენტში უნდათ ჯდომა, გავიგეთ, რომ პარტიული კვოტები უნდათ, გავიგეთ, რომ საზოგადოებაში სტატუსი უნდათ, მაგრამ ასე არაფერი გამოდის. ამით სარგებლობს „ოცნება“ და ქმნის ამ რეალობას, რადგან უალტერნატივობაა აქეთ მხარეს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა