ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა. ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.

რაჟდენ კუპრაშვილი დღემდე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 6 თებერვალს, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინა 3 კანდიდატი - ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და “ სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ევროკავშირი პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს აქვეყნებს
TNET-ის რეგისტრაციის ოფისი უძრავი და მოძრავი ქონების გაფორმებისა და რეგისტრაციისთვის თბილისში
.ge დომენი წელიწადი 1 ლარად - Domenebi.ge-ს მომხმარებლებს დომენების 2 წლით შეძენა 51 ლარად შეუძლიათ
გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი