მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სამტრედიაშიც გაიმართა. „თავისუფლება მიშას“- ამ მოწოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საკრებულოსთან შეიკრიბნენ.
მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია, რადგან არსებობს საფრთხე, მესამე პრეზიდენტიც, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ანალოგიურად დაიღუპოს.
აქციის მონაწილეების თქმით, აქციები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.