ლაშა ტუღუში - ჟურნალისტთა ქცევის წესები საჭიროებს დაზუსტებას, ზოგიერთი პუნქტი შეცვლას და საერთოდ ამოღებას - ჩვენი მიზანი იყო პარლამენტის თავმჯდომარისთვის გვეთქვა, რომ საჭიროა ჟურნალისტებთან საუბარი

ჟურნალისტთა ქცევის წესებში, რომელიც გამოიცა, გარკვეული პუნქტები საჭიროებს დაზუსტებას, მეტ განმარტებას, ზოგიერთი შეცვლას და საერთოდ ამოღებას - ჩვენი მიზანი იყო თავმჯდომარისთვის გვეთქვა, რომ საჭიროა ჟურნალისტებთან საუბარი, - ამის შესახებ „ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქცევის წესები, რომელიც შალვა პაპუაშვილის ბრძანებით განისაზღვრა, პრობლემურია ჟურნალისტების საქმიანობისთვის და კომფორტს მხოლოდ დეპუტატებს უქმნის.

„წესები, რომელიც გამოიცა, ჟურნალისტებისთვის პრობლემურია, რადგან იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას, რამაც შეიძლება გარკვეული პრობლემა, უხერხულობა შექმნას და ზოგიერთ შემთხვევაში, ეს პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტებს დაუჯდეს აკრედიტაციის დაკარგვადაც კი. ვფიქრობთ, რომ უნდა შეიცვალოს გარკვეული პუნქტები დოკუმენტში, რომელიც უფრო უსაფრთხოს გახდის ჟურნალისტების საქმიანობას პარლამენტში. არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც ვფიქრობთ, არსებითია და საჭიროა მეტი მუშაობა თქვენთან (პარლამენტში მომიშავე ჟურნალისტებთან), რომ უფრო კარგად იქნეს გაგებული თქვენი მუშაობის სპეციფიკა. ვფიქრობ, ეს არ არის ბოლომდე კარგად აღქმული, რადგან ხშირად პოლიტიკოსებს არ ესმით, რამდენ სირთულესთან არის დაკავშირებული თქვენი საქმიანობა. ჩვენი მიზანი იყო, გვეთქვა, რომ საჭიროა თქვენთან საუბარი. გარკვეული პუნქტები საჭიროებს დაზუსტებას, მეტ განმარტებას, ზოგიერთი შეცვლას და საერთოდ ამოღებას, რადგან მათ საჭიროებას ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა ტუღუშმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორის ნაწილის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის ინიციატორი "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმაა". შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილის იმ ბრძანებას განიხილავენ, რომლის მიხედვით პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს ქცევის წესები განესაზღვრათ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები წესდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა. ამავე ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია.

პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესების მიხედვით, ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.

აღნიშნულ რეჟიმზე გადასვა 1-ელი მარტიდან მოხდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა