მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მარტვილშიც გაიმართა

“თავისუფლება მიშას“ - ამ მოწოდებით მარტვილში აქცია გაიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჯერ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით კი, მარტვილის ცენტრში შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ბრძოლა შედეგის მომტანი აუცილებელად იქნება.

„ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა აუცილებლად ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება. პროტესტი ყოველდღიურად უფრო და უფრო მძლავრი იქნება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სიმართლემ უნდა დაისადგუროს. ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის განაჩენი არ უნდა გამოჰქონდეს არაფორმალურ ადამიანს, რომელსაც უზურპირებული აქვს სრულიად სახელმწიფო და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა, რომ შური იძიოს მიხეილ სააკაშვილზე, მან არამხოლოდ პიროვნული შურისძიება, არამედ შური იძიოს იმ სახელმწიფოზე, იმ სახელმწიფოს განვითარებას შეუშალოს ხელი, რომლის აღმშენებლობაშიც მიხეილ სააკაშვილს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. დარწმუნებული ვარ, პროტესტი იქნება მუდმივი, მწვავე, მანამ, ვიდრე არ გადარჩება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ეს ქვეყანა რუსული რეჟიმისგან არ გათავისუფლდება”, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა