აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი - ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის მიმართ ინტერესი გაზრდილია

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების მიმართ ინტერესი მაღალია.

მათივე ცნობით, რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვიზიტორები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მთიან აჭარაში მოგზაურობის შესაძლებლობებითაც დაინტერესდნენ.

აჭარის მთავრობის ცნობით, გამოფენებზე რეგიონის პოპულარიზაციაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად, ზრუნავდა.

„გამოფენების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ავიაკომპანია Air Baltic-ის მენეჯმენტთან, სადაც ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეებისა და პერიოდის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. Air Baltic-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები რიგადან გასულ წელს პირველად დაიწყო, წელს კი მის განახლებასა და ფრენების სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. სამივე ქვეყნის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ბოლო წლებია პირდაპირი ფრენები ხორციელდება, რაც რეგიონში ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ტურისტების მოზიდვას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა