გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიიწევს და აქვს დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს

პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიიწევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებს მოჰყვა იმის თაობაზე, რომ "რუსეთს ომში უპირატესობა აქვს".

ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური გეგმები აქვს და ამიტომ აკეთებს მსგავს განცხადებებს.

"ვითარებასთან შეუსაბამო, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს "ქართულ ოცნებასთან", ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

რატომ ამბობს, რა მოსაზრება აქვს, ვერ გეტყვით, ასე ცალსახად, მტკიცებით ფორმატში ლაპარაკი ახასიათებს ზოგადად, ვერ გეტყვით რატომ. ალბათ, სჭირდება თავის პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, მომავალში პოლიტიკური გეგმები, მიზნები აქვს, თავის პოლიტიკურ გზას სხვანაირად უყურებს შემდგომში, მაგრამ ვითარება რომ შევაფასოთ, დასკვნა ერთადერთი იქნება, არაადეკვატური განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა.

ირაკლიმ აღწერა სიტუაცია, რაც ხდება და კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ, ეს არ არის კობახიძის განცხადება, რომელიც მას ეკუთვნის ექსკლუზიურად, იგივეს ამბობენ უკრაინელები და სამწუხარო ფაქტია, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელთა ოკუპაციას რუსეთი ახდენს, ეს შეტევა, ოკუპაციის მასშტაბი, რასაც რუსეთი ახდენს, საკმაოდ შემაშფოთებელ ფორმას იღებს. ამის თაობაზე ილაპარაკა ირაკლიმ, იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია უკრაინაში ბრძოლის ველზე, რაზეც საუბრობს იგივე ზელენსკი თუ უკრაინის სხვა წარმომადგენლები, შემაშფოთებელი მდგომარეობაა ზოგადად, რომ აგრესორი წინ მიიწვევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული იმისათვის, რათა თავისი გეგმები განახორციელოს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.

ზურაბიშვილის თქმით, „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია“ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას, რისი არც ახსნა, არც გაგება და არც გაზიარება შეუძლია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა