ლევან ხაბეიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრს შეხვდა.

როგორც პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩთან ისაუბრა როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ევრორეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე.

“საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ასევე პოლიტპატიმარ, ნიკა გვარამიას. ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივისთვის 12 პუნქტის შესრულება. დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია რუსული “ოცნების”, ბიძინა ივანიშვილის მოურავების მიერ მიღებულ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე, რომ არ აპირებენ არცერთი პუნქტის შესრულებას. მეტიც, პირველი პუნქტი დეპოლარიზაციაა და ამის ნაცვლად, ისინი პირდაპირ ეთერში აყურებინებენ სააკაშვილის სიკვდილს. ეს თემები იყო განხილული. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა