გია ვოლსკი - პარლამენტის შენობაში ხდება პარლამენტის წევრის არა მარტო დევნა, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებაც, მაგალითად, კარებში ფეხის ჩადგმა, ლიფტში ჩადგომა და ეს ერთი შემთხვევა არ არის - აღნიშნული პოლიტიკურ მიზანს ემსახურება

ჟურნალისტის და გადაცემის ინტერესში თუ არ არის რესპონდენტის პასუხი, ჟურნალისტი განაგრძობს აგრესიულ ქმედებას რესპონდენტის მიმართ, ეს რესპონდენტი არც მეტი არც ნაკლები - პარლამენტის წევრია, პარლამენტის შენობაში ხდება პარლამენტის წევრის დევნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ამბობს, რომ რეგულაციების გარეშე პრობლემის მოგვარების მცდელობაც ჰქონდათ და შეზღუდვები ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის.

ბრძანების და რეგულაციების გარეშე ამ პრობლემის მოგვარების მცდელობები იყო და ეს არ არის ერთ დღეში ან ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება. ასეთი რეალობა შეიქმნა, როცა რესპონდენტი პასუხობს და თუკი კონკრეტულ ჟურნალისტს ან გადაცემის სარედაქციო პოლიტიკას არ შეესაბამება პასუხი, მათ ინტერესში არ არის ეს პასუხი, ჟურნალისტი განაგრძობს აგრესიულ ქმედებას რესპონდენტის მიმართ და ეს რესპონდენტი არის არც მეტი არც ნაკლები - პარლამენტის წევრი, პარლამენტის შენობაში ხდება პარლამენტის წევრის დევნა, არა მარტო დევნა, არამედ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება, მაგალითად, კარებში ფეხის ჩადგმა, ლიფტში ჩადგომა, რომ კარი არ დაიხუროს და ეს არ არის ერთი შემთხვევა მხოლოდ, ხშირად აქვს ადგილი და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ამის დარეგულირება და ცივილიზებულ ფორმაში გადაყვანა უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესში”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ჟურნალისტთა ქცევის წესებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორის ნაწილის წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა, მათი რეკომენდაციები და შენიშვნები არ გაიზიარა. აღნიშნულის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს. როგორც მათ ჟურნალისტებთან განმარტეს, ქცევის წესებში ბევრი პრობლემური პუნქტია. პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა. ამავე ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია.

პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესების მიხედვით, ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს. აღნიშნულ რეჟიმზე გადასვა 1-ელი მარტიდან მოხდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა