საბა ბუაძე - ცინიზმია, როცა ანტიკორუფციულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე „კახელების კლანის“ თავი ნიშნავს

პარტია „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოს „ლელოს" ფრაქციის ხელმძღვანელი ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნას აფასებს და ამბობს, რომ პროცესი ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის მოთხოვნების შესრულებად.

„ამასობაში, "ქართულმა ოცნებამ" მორიგი „ცეხი", სსიპ ანტიკორუფციული ბიურო შექმნა და მისი ხელმძღვანელიც აირჩიეს, რომელსაც ღარიბაშვილი შეხვდა.

სინამდვილეში, ამას არაფერი აქვს საერთო იმ მოთხოვნასთან, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ეწერა, შესაბამისად ეს პუნქტიც ალბათ ვერ ჩაითვლება შესრულებულად.

ისე რამხელა ცინიზმია, როცა ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე „კახელების კლანის" თავი ნიშნავს", - აცხადებს საბა ბუაძე, რომლის კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა