შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ გორდან რადმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი. ამ კუთხით, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ხორვატიაში.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე და ხაზი გაუსვა ხორვატიის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

„ახლა ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, წახალისება და რჩევა. ახლახან გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიშის გათვალისწინებით, იმედი გვაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს 2023 წლის ბოლოს", - აღნიშნა თავმჯდომარემ.

„ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, როგორც პატარა ქვეყნებს მსგავსი ისტორიით, რომლებიც იცავდნენ თავს აგრესორებისგან. ხორვატია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა გორდან რადმანმა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობები დადებითად შეაფასეს და გამოხატეს საქართველოსა და ხორვატიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა