მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, „ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის" მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, „ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის" მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციის თანახმად, მაგისტრალურ არხზე მოწყობილი წყალგამტარის რეაბილიტაცია ავარიული წყალსაგდების, ჩამქრობი ჭის, მილსადენისა და გაბიონის კედლების მოწყობას ითვალისწინებს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ჩატარებული სამუშაოები სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. შედეგად, მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ფართობები შეფერხების გარეშე მოირწყვება.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 500 ათასი ლარია, 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს”, - აღნიშნულია მარნეულის მერიის ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა