„თავისუფლება მიშას“ - ამ მოწოდებით შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება მიშას“- ამ მოწოდებით შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია.

აქციაზე გამოფენილია საქართველოსა და უკრაინის დროშები. შეკრებილები პროტესტს საყვირებით და ტრანსპარანტებით გამოხატავენ.

„რეალურად, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის რუსი ოლიგარქი ბორინკა ივანიშვილი, რომელიც არის პირდაპირ პუტინის და კრემლის მოკავშირე. ის არის დავალების შემსრულებელი და ამ სიბინძურის ჩამდენი. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც დაუპირისპირდა პუტინს, პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, დატოვეს პატიმრობაში, ეს არის ბორინკა ივანიშვილის კისერზე და მოვედით ზუსტად იქ, სადაც ეს უნდა გავაპროტესტოთ იმიტომ, რომ დანარჩენები არიან მარიონეტები, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებენ“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია