გიორგი მუმლაძე - ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ჩვენი ისტორიული მისიაა იმისთვის, რომ გადარჩეს მიშა სააკაშვილი, მისი გადარჩენა კი ნიშნავს ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლის გადარჩენას

ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ჩვენი ისტორიული მისიაა, - ამის შესახებ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა „ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლის გადარჩენას“ ნიშნავს.

„საქართველოს მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, მას უნდა მივაკითხოთ ყველგან და მისმა გარემოცვამ უნდა იგრძნოს, რომ საქართველოს არ მოვაპარინებთ. საქართველო არის ჩვენი, ქართველი ხალხის და აქედან, რომ გარბიან ჩვენი მოქალაქეები ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევძლოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებთ ბედნიერად, მშვიდად და მდიდრულად. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ჩვენი ისტორიული მისიაა, რომ გადარჩეს მიშა სააკაშვილი, მიშას გადარჩენა კი ნიშნავს ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლის გადარჩენას. ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მივალთ ყველგან ვიბრძოლებთ ბოლომდე და საქართველო გახდება როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს წევრი. მაგრამ ეს უნდა დაიწყოს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებით და მიშას გათავისუფლებით“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა