შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

აქციის დასასრულს საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები გაჟღერდა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაგრძელდება.

„საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება. მაღალი თანამდებობის პირებმა, ასევე, ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება ვერ იქნება. დღეს ჩვენ მშვიდობიანი, გამაფრთხილებელი აქციები გვაქვს, საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი აზვირთდება და თავს მოიყრის დედაქალაქის ცენტრში, შემდეგ უკვე რა განაჩენს გამოუტანს ქართველი ხალხი ივანიშვილს და მის კრიმინალურ დაჯგუფებას, დაველოდოთ.

ხალხი არის მსაჯული, ხალხი არის გადაწყვეტილების მიმღები და დარწმუნებული ვარ პუტინის ტყვე მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ჩვენი ქვეყანაც იქნება თავისუფალი. ვისაც გაქვთ პროტესტის გრძნობა, გამოდით გარეთ, გამოხატეთ თქვენი უკმაყოფილება და მე ვარ გარანტი, საბოლოო ჯამში მე უზრუნველვყოფ, „ნაციონალური მოძრაობა“ უზრუნველყოფს თქვენს ჩამოყვანას, მობილიზებას დედაქალაქში. დაელოდოს ბიძინა ივანიშვილი და კრემლის პროპაგანდისტები ხალხის რისხვას”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა