გიორგი ბარამიძე - რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს სააკაშვილი ნელ-ნელა მოკლან, თან შეურაცხყოფა მიაყენონ

არა აქვს მნიშვნელობა აქ მელიას მხარდამჭერები არიან თუ არა, ჩვენ არავის არ ვყოფთ, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე შეკრებილი იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა აწუხებს.

ბარამიძე აცხადებს, რომ რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილი „ნელ-ნელა მოკლას“.

„არა აქვს მნიშვნელობა აქ მელიას მხარდამჭერები არიან თუ არა, ჩვენ არავის ვყოფთ, აქ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, უპარტიოები, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა ნორმალური ადამიანი. შეიძლება ვიღაცამ ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის აღშფოთება, რომელიც არის გამოხატული ბიძინა ივანიშვილის სახლთან სიმბოლურად, არის პროტესტის გამოხატულება ყველა იმ ადამიანის, ვისაც კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ასეთი მოპყრობა აშფოთებს. ჩვენ რასაც ღიად ვუყურებთ, რეჟიმს აქვს გადაწყვეტილი, თან ნელ-ნელა მოკლან, თან შეურაცხყოფა მიაყენონ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა